ინფორმაციულად დატვირთული მაგრამ ძალიან საინტერესო დღე იყო. დასაწყისში კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ტრენინგის მიზანი, მისი შედეგები და სარგებელი მასწავლებლის სამომავლო საქმიანობაში. ტრენერმა გაგვაცნო სასწავლო გეგმის შაბლონის ფორმა და დეტალურად განმარტა მისი შევსების ეტაპები. გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალს და მის "შიგთავსს" :) .