Thursday, July 20, 2017

დღე მეცხრე

     ემოციებისგან ისე ვარ დაცლილი რა დავწერო არ ვიცი, ასე არასდროს მინერვიულია. მიუხედავათ ინფორმაციული სიმრავლისა ასეთი სიამოვნება არცერთ ტრენინგზე არ მიმიღია. მიყვარს როდესაც პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით ვსწავლობ რაიმე ახალს. ზუსტად ვიცი ტექნოლოგიები ჩემი გაკვეთილების, სწავლების და არა მხოლოდ სწავლების მუდმივი თანამგზავრი გახდება. გულიც კი მწყდება რომ დასრულდა. უღრმესი მადლობა ტრენერს ჩვენი გაძლებისთვის, მოთმინებისთვის და იმ უშუალო და შინაურული გარემოს შექმნისთვის რომელიც ტრენინგზე სუფევდა. მადლობა ჯგუფის ძალიან სასიამოვნო წევრებს საინტერესო პრეზენტაციისთვის. მომენატრებით!

Monday, July 17, 2017

დღე მერვე

    დატვირთული დღე იყო. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ დავალებების ნუსხა. თითოეული საკითხი დეტალურად გავიარეთ. დეტალურად გავიარეთ google-ფოსტის თითოეული აპლიკაცია და მათი დანიშნულება. გავიხსენეთ ბლოგზე ვიდეოს, სლაიდის ჩასმა. 

Thursday, July 13, 2017

დღე მეშვიდე

    საიდან დავიწყო არ ვიცი. 😓😏 ვნახეთ შეფასების რუბრიკის სხვადასხვა ფორმები. ასევე განვიხილეთ ჩექლისთი. ვისწავლეთ თუ როგორ მივაბათ ბლოგს ჩვენი საქაღალდე და დავამატოთ საჭირო ღილაკები. ასევე ვისწავლეთ თუ როგორ განვათავსოთ ბლოგზე ვიდეო, სლაიდი ან პრეზენტაცია. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ დავალებების ჩამონათვალი და ახალიც დაემატა. უკვე ავღელდი. 

Tuesday, July 11, 2017

დღე მეექვსე

   ინფორმაციულად დატვირთული დღე იყო.  ვისწავლეთ რუკებთან მუშაობა. ასევე სასურველი სურათის ამოჭრა ვიდეოდან, სტატიიდან და ა.შ.  გავაკეთეთ ე.წ.  IQ ტესტი რამაც დიდი ინტერესი და ღელვა გამოიწვია. 😣😒😒
ვისწავლეთ თუ როგორ გავხადოთ ხელმისაწვდომი ჩვენი საქაღალდე კოლეგებისთვის, სადაც ისინი შესძლებენ შიგნით არსებული რესურსის რედაქტირებას ან მხოლოდ დაათვალიერებენ. ასევე გავაკეთეთ ინტელექტუალური ცოდნის დასადგენი ტესტი. ვისწავლეთ თუ როგორ განვათავსოთ ჩვენი საქაღალდე ბლოგზე. Thanks a lot !


Saturday, July 8, 2017

დღე მეხუთე

 ვისწავლეთ თუ როგორ გავაკეთოთ განმავითარებელი კომენტარი, რეფლექსია კოლეგის ბლოგზე და ა.შ. ასევე ვნახეთ თუ როგორ შეგვიძლია ელექტრონულად გავასწოროთ მოსწავლის ნამუშევარი და ზედვე გავაკეთოთ კომენტარი ან შენიშვნა. ვისაუბრეთ გაკვეთილზე მოსწავლეთა დაჯგუფების სხვადასხვა მეთოდზე. 

Thursday, July 6, 2017

დღე მეოთხე


   ვისწავლეთ ბლოგზე სურათის და ვიდეოს ჩასმა. ასევე საჭირო ბმულების დამაგრება.  დავათვალიერეთ საქპატენტის ვებგვერდი და ვისაუბრეთ მის დანიშნულებაზე.  დეტალურად განვიხილეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის MLA, APA და მარტივი ფორმატები. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევადგინოთ გამოყენებული ლიტერატურის ფორმა.  გავიხსენეთ power-point პრეზენტაციის გაკეთება და ა.შ. ბოლოს ყველაზე სასიამოვნო და სახალისო დავალების დროც დადგა: რუკებთან მუშაობა. დარწმუნებული ვარ ამ საღამოს ვირტუალური მუზეუმიდან არავინ გამოვა. :) დიდი მადლობა !

Sunday, July 2, 2017

დღე მესამე

     პრაქტიკული აქტივობებით დატვირთული დღე იყო. ვისწავლეთ ბროშურის გაკეთება. გავაკეთეთ კითხვარის ფორმა google drive-ში, რომელზე მუშაობის დროსაც უამრავი იდეა მომივიდა თუ როგორ გამოვიყენო მსგავსი კითხვარები საგაკვეთილო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებით.
ვნახეთ აქტივობების ჩამონათვალი მოსწავლეთა დასაჯგუფებლად. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა მივცეთ ეფექტური განმავითარებელი უკუკავშირი ელექტრონულად. და ბოლოს ფრანკლინის სიტყვები გამახსენდა :"Tell me and I will forget, Teach me and I will remember, involve me and I will learn". მე დღეს ბევრი ვისწავლე... მადლობა ბატონო დავით! :) :)