ემოციებისგან ისე ვარ დაცლილი რა დავწერო არ ვიცი, ასე არასდროს მინერვიულია. მიუხედავათ ინფორმაციული სიმრავლისა ასეთი სიამოვნება არცერთ ტრენინგზე არ მიმიღია. მიყვარს როდესაც პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით ვსწავლობ რაიმე ახალს. ზუსტად ვიცი ტექნოლოგიები ჩემი გაკვეთილების, სწავლების და არა მხოლოდ სწავლების მუდმივი თანამგზავრი გახდება. გულიც კი მწყდება რომ დასრულდა. უღრმესი მადლობა ტრენერს ჩვენი გაძლებისთვის, მოთმინებისთვის და იმ უშუალო და შინაურული გარემოს შექმნისთვის რომელიც ტრენინგზე სუფევდა. მადლობა ჯგუფის ძალიან სასიამოვნო წევრებს საინტერესო პრეზენტაციისთვის. მომენატრებით!
No comments:
Post a Comment